მილანის მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ლეჩესთან გამარჯვების შემდეგ, მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"მანჩესტერ იუნაიტედში დაშვებულ შეცდომებს მილანში ვეღარ გავიმეორებ. თუ გარკვეული სტილით სათამაშოდ საჭირო მახასიათებლები არ გვაქვს, მაშინ შევიცვლებით და განსხვავებულ სტილს მოვერგებით.
ამჟამად სამ მცველზე აგებული სისტემით ვთამაშობთ, თუმცა ვნახოთ, შეიძლება რაღაცები შეიცვალოს. აქ, იტალიაში, მწვრთნელები ძალიან ჭკვიანები არიან, შესაბამისად, ამ ყველაფერს მხარი უნდა ავუბათ და არ ჩამოვრჩეთ."











