იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად სულ რამდენიმე საათის წინ გაიხსნა, ევროპის ტოპ კლუბები კი პოტენციურ ტრანსფერებზე უკვე ფიქრობენ, თუმცა არიან ისეთი კლუბებიც, რომლებიც გაყიდვებზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე ახალი ფეხბურთელების დამატებაზეც — სწორედ ასეთი გუნდია
მანჩესტერ იუნაიტედი, სადაც რუბენ ამორიმის თავგადასავალი საკმაოდ ცუდად დიწყო. სწორედ ამიტომ, პორტუგალიელის გადაწყვეტილებით, კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

ტრანსფერზე დაყენებული ფეხბურთელები:
მარკუს რაშფორდი
ვიქტორ ლინდელოფი
კრისტიან ერიქსენი
ტაირელ მალასია
კაზემირო
ანტონი
ალთაი ბაინდირი
რა თქმა უნდა ყველა მათგანის იანვარში გაშვება საკმაოდ რთული იქნება, თუმცა მანჩესტერული კლუბი ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. სიაში ვერ მოხვდა ჯოშუა ზირკზე, თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ნიდერლანდელი თავად განიხილავს გუნდის დატოვებას. უახლოეს დღეებში 23 წლის ფორვარდის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.