ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდში ლივერპულმა საკუთარ კედლებში ტოტენჰემი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მასპინძლების კარს იცავდა გიორგი მამარდაშვილი, რომელიც მერსისაიდელთა შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვედრაში 15 მაისის შემდეგ პირველად გამოჩნდა. უნდა ითქვას, რომ ქართველი გოლკიპერი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
გამოსარჩევია "წითლების" მეკარის წარმოუდგენელი სეივი, როდესაც მასპინძლებს გოლით ომარ მარმუში ემუქრებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ, 25 წლის გოლკიპერს შეფასების სახით დაუწერეს 7.5...უფრო მაღალი ქულა მიიღეს მხოლოდ გოლის ავტორებმა: ალექსის მაკ ალისტერმა და კოდი გაკპომ.
What a save from Mamardashvili 🤯 pic.twitter.com/gui92BFZZT
— Anfield Pages (@AnfieldPages) September 15, 2026













