ავსტრიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური შეხვედრა შტურმსა და ლასკს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მოგეხსენებათ, ლასკი ავსტრიის მოქმედი ჩემპიონატია და სატურნირო ცხრილს მიმდინარე სეზონშიც ლიდერობს.
შტურმის მხრიდან თავი გიზო მამაგეიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
6 ტურის შემდეგ, შტურმს 11 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. ოთარ კიტეიშვილი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა და სწორედ მამაგეიშვილი შეცვალა, მან ბოლო წუთზე პენალტი გააფუჭა.











