2023 წელს, როცა ნაპოლი მთავარ მწვრთნელს ეძებდა, ერთ-ერთ ვარიანტად ესპანელი სპეციალისტი ლუის ენრიკე განიხილებოდა.
საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ენრიკე და ნაპოლი ფინანსურ და სხვა საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ და ენრიკეს ნაპოლიში მისვლა ჩაიშალა.
"მადლობა ღმერთს, ნაპოლიში არ მოვიდა, შეხედეთ, რა შედეგებს აფიქსირებს ის. კარგია, რომ ჩვენთან არ არის", - ეს განცხადება გააკეთა ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურეტისმა ლუის ენრიკეზე, რამდენიმე თვის შემდეგ.
ენრიკეს პსჟ-ში მისვლის საწყის ეტაპზე მართლაც ცუდი შედეგები ჰქონდა, თუმცა ბოლო ორ წელიწადში მან 2 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სხვა ბევრ ტიტულთან ერთად.
დე ლაურენტისის ეს განცხადება კი იტალიაში გაიხსენეს და ნაპოლის მენეჯმენტის კიდევ ერთ არასწორ სვლას გაუსვეს ხაზი.











