ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ნაპოლის და მის ხელმძღვანელობას მარკო არნაუტოვიჩის დამატებას ურჩევს.
"ვფიქრობ, კონტეს შეუძლია, რომ ლუკაკუ უფრო მეტად გამოიყენოს, რადგან მას დიდი შესაძლებლობები აქვს. მაგალითად, რომელუს უკან მარკო არნაუტოვიჩს ვიხილავდი.
ვფიქრობ, კონტეს ხელში არნაუტოვიჩი ბრწყინვალედ ითამაშებს. ლუკაკუსთან ერთად ის იდეალური იქნებოდა. შეუძლია ბურთის შენარჩუნება და თამაშობს ჭკვიანურად.
მარკო 32 წლისაა და ნაპოლიში გადასვლა მისთვისაც და კლუბისთვისაც კარგი ვარიანტი იქნება", - განაცხადა კასანომ.
ავსტრიელი თავდამსხმელი ამჟამად ინტერში თამაშობს, თუმცა დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა.