ოფიციალურად — საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრი ლუკა პარკაძე კარიერას გერმანიის რეგიონალ ლიგაში მოასპარეზე გუნდ ალტგლინიკეში გააგრძელებს. მიუნხენის ბაიერნსა და გერმანულ გუნდს შორის შეთანხმება 1-წლიან იჯარაზე შედგა. 19 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. ალტგლინიკემ ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
შეგახსნებეთ, პარკაძე რამდენიმე კვირის წინ ელვესბერგში სინჯებზე იმყოფებოდა, თუმცა ბუნდესლიგა 2-ის გუნდმა ახალგაზრდა ფეხბურთელის დატოვებაზე უარი განაცხადა.