რუსული პრესის ინფორმაციით, ლუკა გაგნიძე დინამო მოსკოვიდან 6-თვიანი მშრალი იჯარით კრილია სოვეტოვში ითამაშებს. მხარეებმა ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს, ქართველ ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
კრილია სოვეტოვი რუსეთის პრემიერ ლიგაში 18 ქულით, მე-10 პოზიციას იკავებს.
ლუკა გაგნიძე დინამო მოსკოვის ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავს. ქართველმა ფეხბურთელმა ამ დროში 53 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.