დადასტურებულად — ლივერპული სეზონის ბოლოს ფედერიკო კიეზას სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს, იტალიელი ფეხბურთელი ოფიციალურად ტრანსფერზეა დაყენებული! გადაწყვეტილება საბოლოოა და თუ ბოლო მომენტში რაიმე არ შეიცვალა, გადახედვას აღარ ექვემდებარება.
ფედერიკო კიეზა ლივერპულში 2024 წლის ზაფხულში, €12 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა. ბევრი ტრავმისა და ცუდი ფიზიკური კონდიციების გამო, იტალიელმა არნე სლოტს თავი რა თქმა უნდა ვერ მოაწონა, სწორედ ამიტომ კლუბში 27 წლის ფეხბურთელის გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს.
იტალიელმა ამ სეზონში სულ რაღაც 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის ბოლომდე თუ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვლება, ფედერიკო ზაფხულში ლივერპულს აუცილებლად დატოვებს. ფეხბურთელის სიტუაციას იტალიური გუნდები ყურადღებით აკვირდებიან.