ლივერპულის დაანონსებული შეთავაზება ადგილზეა — გავლენიანი ესპანური გამოცემა
Relevo-ს ინფორმაციით, მერსისაიდული კლუბი გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ €35 მილიონს და საკმაოდ მაღალ ბონუსებს იხდის! მხარეებს შორის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება და მოსალოდნელია, რომ მომდევნო 24-48 საათში ყველაფერი გადაწყდება.
ლივერპულში განიხილავენ ფეხბურთელის ყიდვას და შემდეგ იჯარის წესით სხვა გუნდში გაშვებას. გავლენიანი ესპანელი ჟურნალისტების მატეო მორეტოსა და ნაჩო სანჩისის ინფორმაციით, მამარდაშვილს ლივერპულში კარიერის გაგრძელება ძალიან სურს და მისთვის სხვა გუნდში იჯარით თამაშიც მისაღებია. მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს — ფეხბურთელის აგენტი ესპანეთში იმყოფება, სადაც ვალენსიას წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
უახლოეს საათებში ამ პოტენციურ გარიგებასთან დაკავშირებით უფრო მეტი სიახლე გახდება ცნობილი.