როგორც მოგეხსენებათ, 7 მარტს, ბათუმში, ახალი პროექტის – „ლეგენდების სერიას“ (Legend Series) ფარგლებში, ვარსკვლავების მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ინტერისა და საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.
ეტაპობრივად ანონსდება იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ამ შეხვდრაში მიიღებენ მონაწილეობას. დღეს კიდევ რამდენიმე ვეტერანის ვინაობა გახდა ცნობილი.
ინტერის შემადგენლობიდან ივან კორდობას, კარაგუნისისა და ბორხა ვალეროს, ქართველების მხრიდან - კახა ცხადაძის, ნუკრი რევიშვილის, აჩი არველაძის, გოჩა ჯამარაულისა და გიორგი დემეტრაძის მონაწილეობა დაანონსდება.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ინტერის შემადგენლობაში ითამაშებენ: ჟულიო სეზარი, როდრიგო პალასიო, ლუსიო, მაიკონი, მატერაცი, ძანეტი, კამბიასი, ფიგუ, სნეიდერი, პანდევი, მილიტო.
საქართველოს ნაკრებში: გიორგი ქინქლაძე, ჯანო ანანიძე, შოთა არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, მალხაზ ასათიანი, ზურაბ ხიზანიშვილი.