ლეგენდარული ქართველი მეკარე გიორგი ლორია კვლავ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს, ის კარიერას მოქმედ ჩემპიონ იბერიაში გააგრძელებს.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია და ლორია ახალ გუნდთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.
მოგეხსენებათ, ბოლოს ლორია დინამო თბილისის რიგებში გამოდიოდა, თუმცა თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით, ის პირველ მეკარედ აღარ განიხილებოდა და გუნდის დატოვება მოუწია.
წელს იბერია კონფერენს ლიგის მთავარ ეტაპზე ითამაშებს, სადაც ჩვენი პირველი მეტოქე ბელგიური სტ.ტრუიდენია.
ლორიამ სანაკრებო კარიერა გასულ წელს დაასრულა. საქართველოს ნაკრების მაისურით მას 79 მატჩი აქვს ჩატარებული.











