იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი ფროსინონესა და კომოს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
სერია A-ში ახლად აღზევებული ფროსინონე მორიგ საოცარ მატჩს გვთავაზობს და ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდთან იგებს.
ანგარიში მე-14 წუთზე კალომ გახსნა, ტაიმის მიწურულს კი კვერნაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სერია A-ში კვერნაძემ უკვე ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, ფროსინონე კი 10 ქულით მე-5 ადგილზეა.











