ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ თავისი გუნდის თურქ შემტევზე კენან ილდიზზე ისაუბრა და ის ხვიჩა კვარაცხელიას შეადარა.
"ილდიზს კვარაცხელას შევადარებდი, ის სტილით ხვიჩას ძალიან ჰგავს. მსგავსებად ვხედავ მის არაპროგნოზირებადობაში, რომელიც სცდება ფეხბურთის ჩარჩოებს.
ამასთან ერთად, ილდიზი შესანიშნავი ადამიანია და ლიდერი, რომელიც ბევრს არ საუბრობს და ყველაფერს საქმით ამტკიცებს", - განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ სპალეტი კვარაცხელიას ნაპოლიში წვრთნიდა, როცა მათ ისტორია დაწერეს და სერია ა-ს გამარჯვებულები გახდნენ.











