ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამართული მატჩი პსჟ-სა და ინტერს შორის, პარიზელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
ფრანგული კლუბი უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და პირველ 20 წუთში უკვე 2:0 იგებდა. ანგარიში ჰაკიმიმ გახსნა, სხვაობა ორამდე დეზირე დუემ გაზარდა.
მეორე ნახევარში ინტერი მომენტების შექმნას ვერ ახერხებდა. თავის მხრივ, პსჟ კვლავ უტევდა და დეზირე დუემ დუბლი შეასრულა.
თავისი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა, რომელმაც დემბელეს პასი გამოიყენა და ზომერს შანსი არ დაუტოვა.
აღსანიშნავია, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში პირველი ქართული გოლია.
შეხვედრას საბოლოო წერტილი მაურუმ დაუსვა. პსჟ-მ ლიგის თასი ისტორიაში პირველად მოიგო.








