ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი მაიკლ ოუენი 2026 წლის ოქროს ბურთის შესახებ საუბრობს.
"კილიან მბაპე ოქროს ბურთის მგოების ყველაზე რეალურ კანდიდატად მიმაჩნია. როდესაც ერთ სეზონში ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი ხდები, ყველაფერი ნათქვამია.
მართალია კილიანს ტიტული არ მოუგია, თუმცა მისი ინდივიდუალური მიღწევები გვაძლევს საშუალებას, რომ ის ოქროს ბურთის ფავორიტად მივიჩნიოთ.
რაც შეეხება დემბელეს, მიუხედავად იმისა, რომ მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მსოფლიო ჩემპიონატზე მისი გამოსვლა შთამბეჭდავი არ ყოფილა.
კვარაცხელიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ითამაშა და შესაძლოა, ოქროს ბურთის კანდიდატებს შორის მოვიაზროთ, თუმცა კვარას ხელს ის უშლის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია. მეეჭვება, ამის გამო მან ოქროს ბუთის მოიგოს", - განაცხადა ოუენმა.











