იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში ნაპოლი სტუმრად უდინეზეს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლიმ პირველი ტაიმი წააგო, მეორე ნახევარში კონტეს გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და საბოლოოდ 1:3 გაიმარჯვა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ნეაპოლელთა მხრიდან გატანილი გოლების ავტორებმა, დავიდ ნერეშმა და ზამბო ანგისამ გააკეთეს.
დავიდ ნერეში: "ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარგი თამაშით გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გადამწყვეტ ფაზაში კარგად ვითამაშეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. ჩემი მხრივ, ყოველთვის მზად ვარ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად, რომ გუნდს დავეხმარო."
ზამბო ანგისა: "შესვენებაზე კონტე ისე გვესაუბრა, რომ თამაში შემოვატრიალეთ და გავიმარჯვეთ. გასახდელში კონტემ გვითხრა, დიდებული გუნდი ვართ და თუ ოდნავ მოვუმატებდით, ამ შეხვედრას აუცილებლად მოვიგებდით. ასეც მოხდა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის პირველ ადგილზე. ჩვენ ჩვენს განვითარებასა და გამარჯვებებზე უნდა ვიფიქროთ და შედეგი აუცილებლად მოვა."
16 ტურის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატის ცხრილს ატალანტა 37 ქულით ლიდერობს, ნაპოლი მათ 2 ქულით ჩამორჩება.