სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რაღაც 5 დღეა დარჩენილი, იუვენტუსი კი ფედერიკო კიეზას გაყიდვას კვლავ ცდილობს. დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ იტალიელ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ბარსელონაში სურს, თუმცა კატალონიურ გუნდს 26 წლის შემტევის სანაცვლოდ შეთავაზება, ამ დრომდე არ გაუკეთებია — ახლა კი ცნობილი ხდება, რომ საქმეში ლივერპულიც ჩაერთო!
მერსისაიდულ კლუბს საკმაოდ მშვიდი ზაფხული ჰქონდა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, სლოტის გუნდი გააქტიურდა, რასაც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის დახურვა მოჰყვა, როგორც ჩანს, ენფილდის ბინადრები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, ინგლისური პრესა სულ იმაზე წერდა, რომ ლივერპული ბოლომდე დაკომპლექტებული იყო, თუმცა თუ სატრანსფერო ბაზარზე საინტერესო კადრები გამოჩნდებოდნენ, გუნდი გააქტიურდებოდა. ასე მოხდა მამარდაშვილის შემთხვევაში, როდესაც გუნდმა 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სამომავლოდ დაიბევა. ახლა კი ფედერიკო კიეზას ვარიანტი გამოჩნდა, რომელიც სულ რაღაც €15-20 მილიონად არის ხელმისაწვდომი. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.
უახლოეს საათებში კიეზას თაობაზე უფრო მეტი სიახლე გახდება ცნობილი — იტალიელი იუვენტუსის დასატოვებლად ემზადება.