ოქროს ბურთის ხმის მიცემა დასრულდა. ჟურნალისტებმა, რომელთაც გამოკითხვაში ხმის მიცემა შეეძლოთ, თავიანთი არჩევანი უკვე გააკეთეს.
მთელი თვეების განმავლობაში, ბუკმეიკერთა ვერსიით, გამოკვეთილი ფავორიტ ჰარი კეინი იყო, რომელმაც 2026 წელს ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.
თუმცა გამოკითხვის დასრულებისთანავე, ოქროს ბურთს ახალი ფავორიტი ჰყავს და ეს ლამინ იამალია. ბუკმეიკერები მისი და კეინის მოგების შანსებს თანაბრად აფასებენ.
მესამე პოზიციას კილიან მბაპე იკავებს, ფრანგ შემტევს ლეო მესი მოჰყვება, შემდეგ არიან როდრი და ხვიჩა კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.













