დადასტურებულად — იუვენტუსი ჯოშუა ზირკზეს წარმომადგენლებს დაუკავშირდა და პოტენციური ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. "ბიანკონერი" ფეხბურთელის იჯარით დამატებას განიხილავს. ტურინული გრანდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი ფორვარდის შეძენას გეგმავს და ტიაგო მოტა ყოფილი შეგირდის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.
ჯოშუა ზირკზეს მანჩესტერული კარიერა საკმაოდ ცუდად დაიწყო. ფეხბურთელს ოლდ ტრაფორდზე ადაპტაციის პერიოდი დიდხანს გაუგრძელდა, შესაბამისად მის პოტენციურ ტრანსფერზე საუბრები სულ უფრო და უფრო იმატებს. რუბენ ამორიმი ნიდერლანდელს ენდობა, თუმცა ეს სათამაშო დროში ნაკლებად ისახება. ამ ყველაფერს ემატება იუნაიტედის ცუდი სათამაშო ფორმაც.
ამ მომენტისთვის ჯოშუა ზირკზეს თაობაზე მეტი არაფერი ხდება, თუმცა უახლოეს დღეებში სიახლეებს ველოდებით. იუვენტუსი ნიდერლანდელი ფორვარდის გარდა რანდალ კოლო მუანის ვარიანტსაც განიხილავს.