აფრიკის ერთა თასის ფინალში ტურნირის მასპინძელმა, კოტ-დ’ივუარის ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა ნიგერია (2:1). შეხვედრა საოცრად დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობითაც მიმდინარეობდა. ანგარიში 38-ე წუთზე გახსნეს "სუპერ არწივებმა", ვილიამ ტროსტ-ეკონგის გოლის შემდეგ.
62-ე წუთზე თავისი ბურთი გაიტანეს უკვე "სპილოებმა", გამორჩეული იყო ფრანკ კესი. შეხვედრის 81-ე წუთზე კი სებასტიან ალერმა საჩემპიონო გოლი გაიტანა. კოტ-დ'ივუარმა, თავისი ისტორიის მანძილზე, აფრიკის ერთა თასი მესამედ მოიგო: 1992, 2015 წლებში და ახლა უკვე წლევანდელი ტურნირი. ცნობისთვის, 3-ჯერ ჩემპიონობა ასევე ნიგერიის ანგარიშზეა.
აღნიშნული ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები კი ეგვიპტეა, რომელმაც ეს ჯილდო შვიდჯერ მოიგო. წლევანდელი გათამაშების საუკეთესო გოლეადორი გახდა ეკვატორული გვინეის გარემარბი, ემილიო ნსუე, 5 გატანილი ბურთით. შემდეგი ტურნირი გაიმართება 2025 წელს, მასპინძელი ქვეყანა კი მაროკო იქნება.