სერია ა-ს მესამე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა მილანის ინტერმა საკუთარ კედლებში მიიღო ნაპოლი, რომელიც ანგარიშით 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 53-ე წუთისთვის "ნერაძური" აგებდა 0:2-ს, მაგრამ ლაუტარო მარტინესის დუბლითა და შეცვლაზე შემოსული მარკუს ტურამის გოლით, მასპინძლებმა 3 ქულა ჩაიწერეს.
ჯუზეპე მეაცას ბინადრები აგროვებენ ცხრა ქულას და სატურნირო ცხრილს სათავეში უდგებიან. რაც შეეხება სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონის სექტემბრის სხვა შეხვედრებს, ევროსარბიელზე მადრიდის რეალი, შემდეგ კი კალჩოში რომა და უდინეზე.
ინტერი 3:2 ნაპოლი
გოლები: 0:1 მატეო პოლიტანო 50', 0:2 რასმუს ჰოილუნი 53', 1:2, 3:2 ლაუტარო მარტინესი 56', 90+1, 2:2 მარკუს ტურამი 82'.












