ინგლისის ლიგის თასის ფინალი დასრულდა — მაყურებელმა ლივერპულისა და ნიუკასლის ძალიან საინტერესო და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება ედი ჰაუს გუნდს დარჩა. "კაჭკაჭებმა" მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და თასს დამსახურებულად დაეუფლნენ.
ედი ჰაუს გუნდიდან თავის გამოჩენა დენ ბერნმა და ალექსანდერ ისაკმა მოახერხეს, ხოლო ლივერპულიდან ერთადერთი გოლის გატანა ფედერიკო კიეზამ შეძლო.
ნიუკასლმა ინგლისის ლიგის თასი ისტორიაში პირველად მოიგო. "კაჭკაჭები" 70-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ ტიტულს დაეუფლნენ.
ლივერპული 1-2 ნიუკასლი
გოლები: 0-2 დენ ბერნი 45', ალექსანდერ ისაკი 52', 1-2 ფედერიკო კიეზა 97'.