"ახალი კონტრაქტი? წასვლასთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე დარჩენასთან. ამ დრომდე კლუბიდან არავინ დამკავშირებია, შესაბამისად, ახალი კონტრაქტი არავის შემოუთავაზებია.
თითქმის უკვე დეკემბერია და უფროსობიდან არავინ შემხმიანებია, რის გამოც სეზონის ბოლოს ჩემი გუნდიდან წასვლის შანსი უფრო და უფრო იზრდება. ლივერპულში უკვე დიდი ხანია რაც ვთამაშობ, ასეთი დიდებული კლუბი მეორე არ მეგულება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ახალი კონტრაქტი მაგიდაზე არ მიდევს. ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული.
ლივერპულის ფანები ძალიან მიყვარს და ვიცი, რომ მათაც ვუყვარვარ, მაგრამ ახალი კონტრაქტის ამბავს ჩვენ ვერ გადავწყვეტთ. სეზონის ბოლომდე ყველაფერს გავაკეთებ გუნდის წარმატებისთვის, რადგან ლივერპული ჩემი მეორე ოჯახია.















