ლა ლიგის მე-5 ტურში გამართული მატჩი ლევანტესა და ბარსელონას შორის, სტუმართა გამარჯვებით 2:4 დასრულდა.
მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა კატალონიელთა შემტევმა ლამინ იამალმა, რომელმაც კვლავ დუბლი შეასრულა და ლეო მესის რეკორდი გაიმეორა.
კერძოდ, იამალი მესის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ტოპ 5 ლიგაში 5 შეხვედრდან სამში დუბლი გაიფორმა. მსგავსი შედეგი მესიმ 14 წლის წინ დააფიქსირა.
ლევანტეს გარდა, იამალმა ლა ლიგაში დუბლი რაიო ვალეკანოსა და ვალენსიას შეუსრულა.












