დიდი ხნის განმავლობაში იწერებოდა, რომ არგენტინელი თავდამსხმელი ხულიან ალვარესი ბარსელონაში ითამაშებდა, ეს კლუბის და თავად ფეხბურთელის სურვილ იყო.
თუმცა ბარიერი ატლეტიკო აღმოჩნდა. მადრიდულმა კლუბმა ბარსელონას ყველანაირი შეთავაზება უარით გაისტუმრა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი კატალონიელთა მთავარმა ლიდერმა ლამინ იამალმა გააკეთა.
"ხულიან ალვარესი ბარსელონაში? - იმის თქმა შემიძლია, რომ ახლა ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობთ და გოლები არ გვაკლია.
ხულიანი შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ ჩვენი ამჟამინდელი შემადგენლობით ძალიან კმაყოფილი ვარ", - განაცხადა იამალმა.
შეგახსენებთ, რომ ალვარესი მადრიდის ატლეტიკოში დარჩა და გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში განაახლა.












