გიორგი გაგუა ახალ სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს — 22 წლის ფორვარდი ალავესიდან კარიერას ხორვატიულ ისტრა 1961-ში გააგრძელებს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. მხარეები ტრანსფერის გაოფიციალურებას უახლოეს საათებში გეგმავენ.
განიხილება ტრანსფერის ორი ვარიანტი: 1-წლიანი იჯარა ან ალავესთან კონტრაქტის გაწყვეტა და ისტრაში უფასოდ გადასვლა.
ქართველი ფეხბურთელი ალავესში 2019 წლიდან მოყოლებული ირიცხებოდა. ესპანური კლუბის მეორე და 19-წლამდე გუნდში, გაგუამ ჯამში 50 მატჩის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა.