გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ინგლისურ პრესაში საუბრები არ წყდება. ქართველი ფეხბურთელი უოტფორდის გამოკვეთილი ლიდერია და იმის მიუხედავად, რომ კლუბთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი სულ ახლახანს გააფორმა, მის პოტენციურ ტრანსფერზე მაინც ბევრს საუბრობენ.
The Sun-ის ინფორმაციით, პრემიერ ლიგის ბინადარი ვულვზი გიორგი ჩაკვეტაძით სერიოზულად ინტერესდება და დიდი ალბათობით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მგლები" პირველ შეთავაზებასაც გააკეთებენ. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, უოტფროდი ქართველ ფეხბურთელს დაახლოებით €20-25 მილიონად აფასებს.
ამ მომენტისთვის უცნობია რა პოზიცია აქვთ უოტფორდსა და თავად ჩაკვეტაძეს სხვა გუნდში ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტია, 25 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება.
ამ სეზონში ჩაკვეტაძის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, რაც შეეხება უოტფორდს, ტომ კლევერლის გუნდი ჩემპიონშიპში 12 ტურის შემდეგ, 19 ქულით, მე-7 პოზიციაზე იმყოფება.
ოფიციალურად: დანი კარვახალი ხეტაფეს ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ვეტერანმა ესპანელმა მცველმა ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გერმანულმა საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt.com-მა მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. ბოლო განახლების შემდეგ, TOP 10-ში გარკვეული ცვლილებები მოხდა. ათეულში კვლავ რჩება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ხვ…
გავლენიანი ესპანური გამოცემები მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებენ — თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ენდრიკი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რეალ მადრიდს დატოვებს და სეზონის მეორე ნაწილს სხვა კლუბში გაატარებს. მას შემდეგ, რაც ზაფხულში ჟოზე მოურინიომ ბრაზილ…
რამდენიმე საათის წინ დაწყებული მოლაპარაკებები ძალიან მალე საბოლოო შეთანხმებით დასრულდება — დანი კარვახალი და ხეტაფე გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ და, თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 34 წლის გამოცდილი ფეხბურთელი უახლოეს საათებში ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორ…
დადასტურებულად — ხეტაფე დანი კარვახალის ტრანსფერზე მუშაობს! მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და თუ ესპანურ წყაროებს დავუჯერებთ, ხეტაფეში სჯერათ, რომ ვეტერანი განაპირა მცველის დამატებას შეძლებენ. შეგახსენებთ, დანი კარვახალი ამ დრომდე თავისუფალი აგენტია და მისი დამატება ყ…
გერმანულმა სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt.com-მა ლა ლიგის მოთამაშეების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვილიარეალის ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძეც, რომლის სატრანსფერო ფასი გაიზარდა. 25 წლის ფორვარდის სატრანსფერო ფასმ…
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვიდან სულ რაღაც ერთი თვე გავიდა, პოტენციურ ტრანსფერებზე საუბრისთვის დრო ყოველთვის მოიძებნება. ამ სტატიაში კი იმ ფეხბურთელების შესახებ მოგიყვებით, რომლებსაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტები ეწურებათ და თავისუფა…