გიორგი აბურჯანია, დიდი ალბათობით, პორტუგალიის ლიგაში დაბრუნდება — 29 წლის ნახევარმცველი, უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებულ გუნდ
ავს ფუტებოლ სადში გადასვლასთანაა ახლოს. როგორც პორტუგალიური გამოცემა "
O Jogo" იუწყება, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და უახლოეს დღეებში, ქართველ ნახევარმცველს პორტუგალიაში ელოდებიან.
აბურჯანია ამ დრომდე თურქული ჰატაისპორის საკუთრებაში იმყოფება, თუმცა დიდი ალბათობით, მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდებიან და ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
ქართველი ნახევარმცველისთვის პორტუგალიის ლიგა უცხო არაა — ორი სეზონის განმავლობაში, აბურჯანია ჟილ ვისენტეში თამაშობდა. რაც შეეხება ჰატაისპორში გატარებულ ერთ სეზონს, გიორგიმ 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 1 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.
ავს ფუტებოლ სადი პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში გასული სეზონის შემდეგ აღზევდა. 2023/24 სეზონში, გუნდი რანგით მეორე ჩემპიონატში, მესამე ადგილზე გავიდა და უმაღლეს დივიზიონში საგზური პლეიოფით მოიპოვა.