გამოცდილმა იტალიელმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ The Athletic-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"თუ მიდიხარ კლუბში, რომლის ისტორიაც საკუთარ თავზე თავად მეტყველებს, ისტორიაში კი ტიტულები, ჩემპიონობები და გამარჯვებებია, ამ ისტორიის პატივისცემის ერთადერთი გზა არსებობს - უნდა გქონდეს ამბიცია, რომ კლუბი, თუ დღეს ის იმ მდგომარეობაში არ არის, კვლავ დააბრუნო იმ ბრძოლაში, რომელიც ამ მიზნებისთვის არის საჭირო.
კარგად ვიცი, რომ ყოველ წელს მხოლოდ ერთი გუნდი შეიძლება გახდეს გამარჯვებული, მაგრამ გულით უნდა გჯეროდეს წარმატების. ეს ნაპერწკალი გულებში უნდა გავუჩინო გულშემატკივრებს, ჩემს ფეხბურთელებსა და დირექტორებს — იმ იმედს, რომელიც გაფიქრებინებს: "ჯანდაბა, ჩვენ შეგვიძლია მოგება." თუნდაც ეს მხოლოდ ერთი პროცენტი იყოს, მაგრამ ეს ერთი პროცენტი 70, 80 ან თუნდაც 100 პროცენტად ქცევის პოტენციალს უნდა ატარებდეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გადასცემ ამ რწმენას სხვებს.
მწვრთნელი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ის გადასცემს ამ გზავნილს ყოველდღიურად. მას ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ყველასთან - საკუთარ სამწვრთნელო შტაბთან, მასაჟისტთან, ეკიპირების მენეჯერთან, ფიზიოთერაპევტთან, მინდვრის მომვლელთან. ყველა იმ ადამიანთან, ვინც ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული და უნდა გრძნობდეს, რომ ისტორიის ნაწილია. ისტორიის შექმნა კი მხოლოდ გამარჯვებით არის შესაძლებელი.
ბევრმა კლუბმა გარკვეულწილად დაკარგა საკუთარი ისტორიის აღქმა. მსურს, ერთ-ერთ ასეთ კლუბში წავიდე, ეს ისტორია მტვრისგან გავწმინდო და კლუბი თავის ადგილას დავაბრუნო. კლუბებში, სადაც დიდი წნეხია, ძალიან კარგად იცი, რომ იქ მხოლოდ სამუშაოდ და ტურნირებზე მონაწილეობის მისაღებად არ მიდიხარ, იქ კონკურენციისთვის და წარმატების მისაღწევად მიდიხარ."











