ცნობილი სტატისტიკური კომპანია Transfermarkt ეროვნული ლიგის ფეხბურთელების განახლებულ ფასებს გვთავაზობს, სადაც რამდენიმე ცვლილებაა.
აღსანიშნავია, რომ ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების სიის სათავეში ქართული ფეხბურთის გამორჩეული ტალანტები - ანდრია ბართიშვილი და თორნიკე კვარაცხელია არიან.
ბართიშვილის ფასი 1 მილიონი ევროთი გაიზარდა და 2.5 მილიონი ევრო გახდა, თორნიკე კვარაცხელიას ფასი კი 1.5 მილიონი ევრო გახდა.
ეროვნული ლიგის 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი
| ფეხბურთელი | კლუბი | სატრანსფერო ფასი |
| ანდრია ბართიშვილი | იბერია | 2.5 მლნ. ევრო |
| თორნიკე კვარაცხელია | დინამო თბილისი | 1.5 მილიონი ევრო |
| გიორგი გვასალია | დინამო თბილისი | 800 ათასი ევრო |
| ალექსანდე ამისულაშვილი | იბერია | 700 ათასი ევრო |
| ნიკოლოზ დადიანი | იბერია | 700 ათასი ევრო |
| პაულო ვიტორი | დინამო ბათუმი | 700 ათასი ევრო |
| ნოდარ ლომინაძე | ტორპედო ქუთაისი | 600 ათასი ევრო |
| დავით კერესელიძე | დილა გორი | 600 ათასი ევრო |
| ულად-ომარ იმრანი | დინამო ბათუმი | 600 ათასი ევრო |
| ლევან შენგელია | დინამო ბათუმი | 600 ათასი ევრო |

















