ეროვნული ლიგის გადადებული მატჩი იბერიასა და დინამო თბილისს შორის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა და სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში ტეიშეირამ გიორგი ხარაიშვილის საგოლე გადაცემით გახსნა, მეორე ნახევარში იბერიას რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ საქმე გოლამდე არ მისულა.
სამაგიეროდ, მათე ვაწაძემ 71-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა. ვეტერანი ფეხბურთელი მთელი თამაში გამორჩეული იყო და დიდ სამუშაოს ასრულებდა.
ჯინჯოლავამ პენალტით სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა და ამ გამარჯვებით დინამო თბილისი ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა.













