ეროვნული ლიგის ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ბათუმში შედგა, სადაც ერთმანეთს დინამო ბათუმი და ტორპედო ქუთაისი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს, 23-ე წუთზე თავი ანდრიჩმა გამოიჩინა, თუმცა ტაიმის მიწურულს თორნიკე კირკიტაძემ ანგარიში გაათანაბრა.
51-ე წუთზე ჯაფარიძემ ბათუმი წინ გაიყვანა, რასაც მალევე გაძევება მოჰყვა. წითელი ბარათი სტამატოვს უჩვენეს და ტორპედო 10 კაცით დარჩა.
მიუხედავად ამისა, იმერლებმა ძალები მოიკრიბეს და ანგარიში მაინც გაათანაბრეს. 77-ე წუთზე გოლი დიეგო დეისაძემ გაიტანა.
ბათუმი სრული სვლით შეტევაში გადავიდა, ბოლო წუთზე მატჩის გმირი იმრანი გახდა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა, ბათუმს 3 ქულა მოუტანა და ამ გამარჯვებით აჭარლები ცხრილში გალიდერდნენ.











