RKENA-ს პირველ ივენთზე შედგა მერაბ შარიქაძის დებიუტი MMA-ში, რომელიც წარმატებული გამოდგა. სრული დომინირება და ტექნიკური ნოკაუტი ქართველი მებრძოლისგან, რომლის მეტოქე პატრიკ კონტნი იყო. ჩხუბის დასრულების შემდეგ, ღონისძიების მთავარმა გმირმა კომენტარი გააკეთა:
"მინდა მადლობა გადავუხადო რაგბისა და MMA-ს ყველა გულშემატკივარს. მათ MMA-ს ოჯახში თბილად მიმიღეს. მადლობა ჩემს ძმებს, რთულ პერიოდში მათ არ მივუტოვებივარ. მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა მომზადებაში, განსაკუთრებით, ზუკა ივანიაძეს, რომელმაც დღეს ფანტასტიური ნოკაუტი გააკეთა.
მადლობა ჩემს ოჯახს და ბოლოს - ჩემს ყველაზე დიდ გულშემატკივარს, რომელიც ამ დღეს სამწუხაროდ ვერ მოესწრო, დედაჩემს გაუმარჯოს! ეს გამარჯვება მას მივუძღვენი. დე, შენს სულს ვენაცვალე და შენი სახელის ხსოვნა იყოს!"








![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






