რომას ყოფილმა კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ დაასახელა ის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელთანაც მან ფოტოს გადაღება ისურვა. ვეტერანმა ასევე აღნიშნა, რომ მას თავის დროზე ჰქონდა დიეგო მარადონასთან სურათის გადაღების შანსი, მაგრამ ყოფილმა იტალიელმა ჩამშლელმა თავი შეიკავა.
"ჩემი კუმირი? - კინი. ის ერთადერთია, ვისთანაც სურათის გადაღება გადავწყვიტე. წლების წინ, იმავეს გაკეთება შემეძლო მარადონასთან, თუმცა მომერიდა. როი რომ ვნახე, ცდუნებას ვეღარ გავუძელი. ის ჩემი შთაგონების წყაროა. მიზეზი, რის გამოც ვთამაშობდი 16 ნომრით მისი დამსახურება იყო", - განაცხადა "ჯალოროსის" ყოფილმა კაპიტანმა.
აღსანიშნავია, რომ "კაპიტანო ფუტუროს" ყოფილი ირლანდიელი საყრდენი ნახევარმცველისგან არაერთი კომპლიმენტი მიუღია.
"ის ნამდვილი მებრძოლია. როგორც მოთამაშე, დე როსი ძალიან მომწონს. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას ჩემს გუნდში", - აცხადებდა მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული კაპიტანი.