მილანის ინტერი არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან - 2026 წლამდე, ფინალში მინიმუმ ერთი ფეხბურთელი ყოველთვის ჰყავს. "ნერაძურის" გარდა, აქამდე მსგავსი მიღწევა ჰქონდა მიუნხენის ბაიერნსაც, მაგრამ აშშ-ს მუნდიალის მთავარ შეხვედრაში აღნიშნული კლუბის მოთამაშეები მოედანზე არ იქნებიან.
"რეკორდმაისტერის" სერია გაგრძელდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ფინალში გავიდოდა ინგლისის ნაკრები, რომლის შემადგენლობაში თამაშობს ჰარი კეინი, მაგრამ წინ გავიდა არგენტინის ეროვნული გუნდი, ლაუტარო მარტინესთან ერთად. სწორედ ის იქნება ჯუზეპე მეაცას მკვიდრთა წარმომადგენელი აშშ-ს მუნდიალის მთავარ შეხვედრაში.
ცხადია, ჯერჯერობით ოფიციალურად არც ინტერის რეკორდი რჩება აქტიურად, რადგან საამისოდ არგენტინელმა თავდამსხმელმა ფინალში უნდა ითამაშოს. ალბათ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მილანელთა კაპიტანი ესპანეთის ეროვნულ გუნდთან მოედანზე აუცილებლად იქნება, თუნდაც სათადარიგოთა სკამიდან შემოსვლით.
ინტერის ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებში, 1982 წლიდან - დღემდე
| ფინალი | ინტერის ფეხბურთელები | წელი |
| იტალია 3:1 გერმანია | გაბრიელე ორიალი, ალესანდრო ალტობელი, ჯუზეპე ბერგომი | 1982 |
| არგენტინა 3:2 გერმანია | კარლ-ჰაინც რუმენიგე | 1986 |
| გერმანია 1:0 არგენტინა | ლოთარ მათეუსი, იურგენ კლინსმანი, ანდრეას ბრემე | 1990 |
| ბრაზილია 0:0 (პენ. 4:2) იტალია | ნიკოლა ბერტი | 1994 |
| საფრანგეთი 3:0 ბრაზილია | რონალდო ნაზარიო, იური ჯორკაეფი | 1998 |
| ბრაზილია 2:0 გერმანია | რონალდო ნაზარიო | 2002 |
| იტალია 1:1 (პენ. 5:3) საფრანგეთი | მარკო მატერაცი | 2006 |
| ესპანეთი 1:0 ნიდერლანდები | უესლი სნეიდერი | 2010 |
| გერმანია 1:0 არგენტინა | როდრიგო პალასიო | 2014 |
| საფრანგეთი 4:2 ხორვატია | ივან პერიშიჩი, მარსელო ბროზოვიჩი | 2018 |
| არგენტინა 3:3 (პენ. 4:2) საფრანგეთი | ლაუტარო მარტინესი | 2022 |
| არგენტინა ?:? ესპანეთი | ლაუტარო მარტინესი (?) | 2026 |












