ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა რუსთავსა და იბერიას შორის შედგა და მოქმედი ჩემპიონების გამარჯვებით 0:2 დასრულდა.
მატჩი ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო და ნაკლები მომენტები იქმნებოდა. უფრო აქტიური რუსთავი იყო, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ჯინჯოლავას ჩაწოდებით ანგარიში სელიმოვიჩმა გახსნა.
მეორე ნახევარი რუსთავმა აქტიურად დაიწყო და მომენტებიც ჰქონდა, თუმცა საქმე გოლამდე არ მივიდა, სანაცვლოდ კი მეორე გოლი გაუშვა, თავი ამირან ძაგანამ გამოიჩინა - 0:2.
იბერიას ამ გამარჯვებით ეროვნულ ლიგაში ვითარება საკმაოდ დააბულია. ჩემპიონობისთვის ოთხი გუნდი იბრძვის, ამას დამატებული გორის დილა, რომელიც უახლოეს მდევრებთან ახლოსაა და მეხუთე პოზიციას იკავებს.












