უიმბლდონის კორტზე ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სანახაობა დადგა და მსოფლიოს მე-7 ჩოგანი ლორენცო მუსეტი ოთხ სეტში, 6:2 4:6 7:5 6:1 დაამარცხა.
გარდა გამარჯვებისა, ბასილაშვილმა აღნიშნულ მატჩში ბრწყინვალე მაჩვენებლები დააფიქირა და მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა.
მუსეტისთან დაპირისპირებაში ბასილაშვილმა 14 ეისი შეასრულა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მისი პირველი ჩაწოდები 112-დან 87 ზუსტი იყო, საიდანაც 66-ში ქულა აიღო.
მეორე ჩაწოდებიდან მოგებული ქულების მაჩვენებელი 46%-ს შეადგენს. მეტოექს 5 ბრეიკ პოინტი ჰქონდა, საიდანაც ქართველმა 4 გადაარჩინა. ზედიზედ მოპოვებული ქულები ბასილას ყველაზე მეტი 6 ჰქონდა da ჯამში 119 ქულა მოიგო, მეტოქემ კი 99.








