დელე ალი სერია ა-ში? — მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შედგა

დელე ალი ზაფხულის შემდეგ თავისუფალი აგენტია და ამ დრომდე უცნობი იყო, საერთოდ გააგრძელებდა თუ არა ინგლისელი საფეხბურთო კარიერას. მას შემდეგ, რაც დელემ საჯაროდ ისაუბრა საკუთარ პრობლემებსა და ბავშვობის ტრავმებზე, მისი კარიერა ფაქტობრივად დასრულდა, თუმცა როგორც ჩანს, ინგლისელი დაბრუნებაზე ფიქრობს და ამაში დიდი შანსია ლეგენდარული სესკ ფაბრეგასი დაეხმაროს.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, სესკ ფაბრეგასი დელე ალის კომოსთან ერთად ვარჯიშს სთავაზობს, რის შემდეგაც მოხდება დაკვირდვება და თუ ფეხბურთელმა სასურველი კონდიციების აღდგენა მოახერხა, დიდი შანსია კომომ ინგლისელს ხელშეკრულებაც კი გაუფორმოს.














