რომას მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიელე დე როსის დანიშვნამ აშკარად გაამართლა - გუნდმა მოგებები დაიწყო და შედეგმაც არ დააყოვნა, "ჯალოროსი" ოთხეულს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება, ხოლო ევროპა ლიგაზე გუნდმა ფეინოორდის ბარიერიც გადალახა.
რომაში დაბრუნების შემდეგ, დანიელ დე როსიმ უკვე მიაღწია პატარა რეკორდს. ჩემპიონატის 6 მატჩში, დე როსიმ 18 ქულიდან 15 მოაგროვა. ამ შედეგით "ჯალოროსის" ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ახალბედა მწვრთნელებს შორის, 40 წლის სპეციალისტი მეორე ადგილზეა. 1927 წლიდან დღემდე, მხოლოდ რუდი გარსიას აქვს მასზე მეტი ქულა მოპოვებული.
მწვრთნელების სტატისტიკა საწყისი 6 მატჩის შემდეგ:
რუდი გარსია: 18 ქულა;
დანიელე დე როსი: 15 ქულა;
ეუსებიო დი ფრანჩესკო: 14 ქულა;
ჟოზე მოურინიო: 12 ქულა;
ზდენეკ ზემანი: 12 ქულა;
ფაბიო კაპელო: 12 ქულა;
პაულო ფონსეკა: 11 ქულა;
კლაუდიო რანიერი: 11 ქულა;
ვინჩენცო მონტელა: 11 ქულა;
ლუის ენრიკე: 11 ქულა;
რომაში დე როსისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სერიოზულად ფიქრობენ.