ბორდოს გარემარბი, ზურიკო დავითაშვილი, ლიგა 2-ის რიგით 22-ე ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა. ჟირონდული გუნდის მოწინააღდმეგე იყო ანჟერი, რომელიც დამარცხებული იქნა მინიმალური ანგარიშით, 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე სწორედ ქართველმა გაიტანა. საერთო ჯამში მას საფრანგეთში 55 მატჩში უკვე 8 ბურთი დაუგროვდა.
აქვე დავამატებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "ლურჯ-თეთრებმა" თავიანთი ვინგერის ტრანსფერის თაობაზე მიიღეს შემოთავაზება, მაგრამ კლუბმა ეს წინადადება დაბლოკა. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ სეზონის ბოლომდე, 22-წლის შემტევი თავის ამჟამინდელ გუნდს არ დატოვებს.
ალბერტ რიერას კოლექტივის შემდეგი მოწინააღდმეგე სტუმრად ტრუა იქნება. შეხვედრა გაიმართება 3 თებერვალს, ჩვენი დროით 22:00 საათზე. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მე-2 ლიგაში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ, ბორდო 28 ქულით მე-13 პოზიციაზე არის. ჩემპიონატის დასრულებამდე 16 ტურია დარჩენილი. ქვემოთ კი სიმბოლური 11-ეული: