ესპანეთს ლიგა 1-ის მე-5 ტურში, ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, მადრიდის რეალმა რაიო ვალეკანოს უმასპინძლა და მეტოქე მარტივად, 4-1 დაამარცხა.
შეხვედრის პირველ ტაიმში სამეფო კლუბმა მეტოქის კარი სამჯერ აიღო — თავი კილიან მბაპემ, ალვარო კარერასმა და ჯუდ ბელინგემმა გამოიჩინეს. მეორე ნახევარში კი სტუმრების მხრიდან სერხიო კამელოს გატანილ გოლს კილიან მბაპემ უპასუხო და საბოლოო ანგარიში, 4-1 დააფიქსირა.
რეალი 4-1 რაიო ვალეკანო
გოლები: 1-0 კილიან მბაპე (14'), 2-0 ალვარო კარერასი (17'), 3-0 ჯუდ ბელინგემი (35'), 3-1 სერხიო კამელო (51'), 4-1 კილიან მბაპე (90+1')
ლა ლიგის 4 ტურის შემდეგ რეალს 12 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იყოფება. სამეფო კლუბი მომდევნო მატჩში გასვლაზე ელჩეს დაუპირისპირდება.











