ნაპოლისა და ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ იტალიურ პრესასთან საკმაოდ საინტერესო თემებზე საუბრობს. იმ თემებზე, რაზეც ლუკაკუს არასდროს უსაუბრია.
"როცა ინგლისში ვთამაშობდი, ჩემზე ამბობდნენ, ის ზარმაცია, ბევრს არ შრომობს, ეგოისტია, ლიდერი არ არის და ბურთს ვერ ინარჩუნებსო. ხოლო როცა სათამაშოდ იტალიაში წავედი, ყველა ამბობდა, რომ დავბრუნდი და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ვარ.
ინგლისში ჩემზე დიდი მოლოდინები ჰქონდათ და ახალ დროგბას მეძახდნენ, მაგრამ ასე არ იყო. დროგბა კარის ზურგს უკან ბურთს კარგად ინარჩუნებს, მე ამ სტილის ფეხბურთელი არ ვარ, უფრო სივრცეში გახსნა და ბურთის იქ მიღება მიყვარს.
იტალიაში ჩავედი, ინტერში მივედი და კონტემ პირველივე დღეს მითხრა: "მომისნინე, ჩვენს გუნდში შენი მოვალეობა ბურთის რაც შეიძლება ცოტახნით შენარჩუნებაა. უყურე, როგორ თამაშობს ლაუტარო." მას დაუჯერე და მე და ლაუტარო მოედანზე ერთმანეთს იდეალურად ვუგებდით, პასებს სულ ერთმანეთს ვუკეთებდით და შევთამაშდით, რაც შედეგებზე მეტყველებს. ახლა ვარ ასე კვარასთან და ეს ძალიან სასიამოვნოა.
კონტეში ყველაზე ძალიან ის მომწონს, რომ გუნდს აერთიანებს. გარდა ტაქტიკური გამართულობისა, მას შეუძლია გუნდის ერთმუშტად შეკვრა. გვარდიოლა, მოურინიო, ანჩელოტი, კლოპი - ეს სპეციალისტებიც იმიტომ არიან საუკეთესოები, რომ გუნდის გაერთიანება შეუძლიათ, რაც შედეგებზე აისახება", - განაცხადა ლუკაკუმ.