სერია ა-ს 34-ე ტურში ნაპოლიმ საკუთარ კედლებში ტორინო 2:0 დაამარცხა. მასპინძლების მხრიდან ორივე გოლი სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათით ადრე, მილანის ინტერმა წააგო რომასთან, რითაც "პარტენოპეის" კალჩოში ერთპიროვნულად გალიდერების საშუალება მიეცა.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე რჩება ოთხი ტური, "აძურის" მოწინააღმდეგეები კი იქნებიან ლეჩე, ჯენოა, პარმა და კალიარი.
ნაპოლი 2:0 ტორინო
გოლები: 1:0, 2:0 სკოტ მაკტომინეი 7', 41'.







