ბარსელონაში მეკარის პოზიციაზე კრიზისული სიტუაციაა — მას შემდეგ, რაც მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმა მიიღო, კატალონიურმა კლუბმა ახალი მეკარის დამატება გადაწყვიტა. ვინაიდან სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, განიხილება თავისუფალი აგენტის დამატება და როგორც ირკვევა, სიაში ორი ფეხბურთელია: კეილორ ნავასი და ვოიცეხ შჩესნი. ფავორიტი პოლონელია, რომელმაც საფეხბურთო კარიერა 2023/24 სეზონის ბოლოს დაასრულა, თუმცა ბარსელონაში თამაშზე სერიოზულად ფიქრობს.
ესპანური პრესა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ, იმაზე ალაპარაკდა, რომ კლუბმა მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე არ იზრუნა, რის გამოც დიდი შანსია, ამ სეზონში დაზარალდეს. იმის მიუხედავად, რომ გერმანელ კიპერს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მისი რეგრესი სახეზეა და ამაზე უკვე ყველა საუბრობს.
"განიავებული ტრანსფერი, რომელსაც მამარდაშვილი ჰქვია" - როგორც ესპანური პრესა, ისე გულშემატკივრების უმრავლესობა, გიორგი მამარდაშვილის შესახებ უფრო და უფრო მეტს საუბრობს და ამბობენ, რომ მის დამატებაზე უარის თქმა, უდიდესი შეცდომა იყო. ახალგაზრდა მეკარე, რომელიც ლა ლიგას კარგად იცნობს და უდიდეს ტალანტს ფლობს, ტერ შტეგენის იდეალური შემცვლელი იქნებოდა, თუმცა კლუბმა მის შესაძენად არაფერი მოიმოქმედა.
ბარსელონას უფროსობის გასამართლებლად, იმის თქმა შეიძლება, რომ მამარდაშვილის ფასი საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა მისი ყიდვა, ყველა ვარიანტში მაინც "კარგ ბიზნესად" ჩაითვლებოდა. ასე მოიქცნენ ლივერპულშიც, სადაც ალისონ ბეკერს ჯერ კიდევ ენდობიან, თუმცა მერსისაიდულ კლუბში მომავალზე იფიქრეს და ქართველი მეკარის დამატებით, დაახლოებით 10-წლიანი პრობლემა გადაჭრეს. მეტიც, დიდი შანსია მამარდაშვილის გამო, ალისონი 2025 წელს გუნდიდანაც კი გაუშვან, რადგან 23 წლის ფეხბურთელის შესაძლებლობის უკვე სჯერათ.
ახლა კი ბარსელონას ჩამოწერილი და ვეტერანი მეკარის დამატება მოუწევს, რამაც შეიძლება ჰანსი ფლიკის გეგმები სრულიად არიოს.
1990-იანი წლების დასასრული და 2000-იანების დასაწყისი - დრო, როდესაც ევროპულ ფეხბურთში დომინირებდნენ ვისენტე დელ ბოსკეს რეალ მადრიდი, ოტმარ ჰიცფელდის ბაიერნ მიუნხენი და სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედი. საუკეთესო ლიგა ჰქონდა კალჩოს, “გრანდობას” კი უწინასწარმეტყველებდნენ ი…
11 ოქტომბერს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან ლას ვეგასში გაიმართება UFC Fight Night-ი, რომლის მეინ ქარდს ოთარ თანზილოვისა და მალკოლმ უელმეიქერის ჩხუბი გახსნის. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული დუელისგან. ოთარ თანზილოვის UFC-ში პირველი გამარჯვების მოლოდინში თანზილოვის დებიუტი…
4 მატჩი უგოლოდ - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება ჩააგდო და ის მოლოდინი, რაც ქართველ გულშემატკივარს ჰქონდა, ოდნავადაც არ გამართლდა, მხოლოდ 2 ქულა და ერთადერთი ნაკრები B ლიგაში ჩრდ.მაკედონიასთან ერთად, რომელსაც გოლიც კი არ გაუტანია. რატომ ითამაშა საქართველოს ნაკრებმა ასე…
იწყება ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონი, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეტოქეები B დივიზიონის მეორე ჯგუფში უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია იქნებიან. განვიხილოთ დეტალურად, როგორც ჩვენი ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა, ისე ოპონენტებისაც. საქართველოს ნაკრების ამჟამინ…
20 სექტემბერს, 01:00 საათიდან ლოს ანჯელესში გაიმართება UFC 331, სადაც არაერთი საინტერესო ბრძოლა შედგება. განვიხილოთ, ამ ივენთის მთავარი დუელები. გიგა ჭიკაძე VS ჟოანდერსონ ბრიტო ორივე მებრძოლისთვის ეს არის პრინციპული ბრძოლა თავისი ადგილის გასამყარებლად და გამარჯვებების გზაზე დასაბ…
ოქროს ბურთის დაჯილდოება ახლოვდება - 26 ოქტომბერი, ლონდონ პალადიუმი, ადგილი, სადაც 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდება. წარმოგიდგენთ ბალონ დ'ორის მოგების 10 მთავარ კანდიდატს, რომელთა შორის ერთი ქართველიც გამოირია. ჯუდ ბელინგემი რატომ იმსახურებს - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონა…
მადრიდის რეალისა და მილანის ინტერის მატჩი ისტორიულ კონტექსტს მოკლებული არასდროს ყოფილა. ამ დაპირისპირებას ახსოვს ჩემპიონთა თასის 1963/64-ის სეზონის მთავარი შეხვედრა, რომელშიც "ნერაძურიმ" "სამეფო კლუბს" 3:1 მოუგო. ასევე სხვა გამორჩეული დუელები ევროთასების პლეიოფებში. სანტიაგო ბერნ…