სერია ა-ს მე-11 ტურში, ნაპოლიმ სახლში ატალანტას უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან წაგების მიზეზებზე ისაუბრა:
"გულწრფელი უნდა ვიყო — ვფიქრობ, რომ გუნდმა სწორად ითამაშა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რაღაც მომენტებში უკეთესები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ მე არაფერი მაქვს ფეხბურთელებისთვის სათქმელი, რადგან მათ ბოლომდე იბრძოლეს. სტატისტიკას, რომ ჩავხედოთ, ვნახავთ რომ თანაბარი თამაში იყო. წარმატების მისაღწევად, ნამდვილად ბევრი ენერგია დავხარჯეთ.
დღევანდელ მატჩამდე კარგად მოვედით, დიდი სამუშაო გავწიეთ, თუმცა შევხვდით გუნდს, რომელიც, ჩემი აზრით, ჩვენზე ძლიერია. ეს მატჩის წინა პრესკონფერენციაზეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ. თავის დასაცავად არ ვამბობ ამას, უბრალოდ რეალობა ასეთია. ატალანტა წლების განმავლობაში აშენებდა გუნდს, მათ ამ შედეგის მისაღწევად ბევრი იშრომეს. გასპერინის ძალიან საშიში და ძლიერი გუნდი ჰყავს."
მარცხის მიუხედავად, ნაპოლი ლიდერობას ინარჩუნებს — ანტონიო კონტეს გუნდი, 25 ქულით, პირველ ადგილზე იმყოფება.
საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშს ლივერპულში აქტიურად ეხმაურებიან. ჩრდ.ირლანდიასთან გამართულ მატჩში, რომელიც უგოლოდ დასრულდა, გმირი სწორედ მამარდა გახდა, რომელმაც პენალტის გარდა, არაერთი რთული ბურთი მოიგერია. ლივერპულის ოფიციალური საიტი და სხვა…
ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდ.ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა. "ძალიან რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა გვაქვს, არავისთვის არ არის მარტივი ის ფაქტი, რომ ოთხ თამ…
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მატჩი ჩაატარა, ჩრდ.ირლანდიას სტუმრად დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც ნაკრები გაშვებულ გოლს არაერთხელ გადაარჩინა, პენალტიც მოიგერია და 9.4 შეფასება მიიღო. ჩვენი…
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდ.ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, უგოლოდ დასრულდა. პირველ ნახევარში მასპინძლები კარგად თამაშობდნენ და ყველა ორთაბრძოლას იგებდნენ, რითიც ჩვენებს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ. მეორე ნახევარში სცენარი შეიცვალა დ…
დადასტურებულად — ალექსის სალმაკერსის ტრავმა იმაზე ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ბელგიელ ფეხბურთელს უახლოეს საათებში კოჭზე ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც 27 წლის ნახევარმცველი რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს. პირველადი ინფორმაციით, სალმაკერსი მიმდინ…
დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა ჩრდ.ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის. საქართველოს ნაკრები ჩრდ.ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტშია, სადაც მატჩის წინა ვარჯიში უკვე გამართა და მზადაა ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის. "ჯორჟ ბესტი აღარ არის საუკეთესო ფეხ…
ფრანკ რიბერიმ კიდევ ერთხელ გაიხსენა 2013 წელი და აღნიშნა, რომ ოქროს ბურთის მფლობელი უნდა გამხდარიყო ის და არა კრიშტიანუ რონალდუ. შეგახსენებთ, ფრანგმა ექს-ვინგერმა იმ სეზონში მიუნხენის ბაიერნთან ერთად ტრიპლეტი მოიგო. "2013 ჩემს კარიერაში ოქროს წელი იყო. საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი…