რომის მასტერსზე ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სენსაცია შემოგვთავაზა და მსოფლიოს მე-6 ჩოგანი ბენ შელტონი სამ სეტში, 6:4 6:7 6:3 დაამარცხა.
"ჩემთვის ასეთი მომენტები ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ტოპ 10-ის მოთამაშეებთან და ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე.
მნიშვნელოვან მომენტებში დაძაბული ვიყავი, მესამე სეტში ბრეიკი მალევე შევასრულე და ამან ბევრი რამ განაპირობა. ახლა შემდეგი მატჩისთვის მოვემზადები", - განაცხადა ბასილაშვილმა.
რომის მასტერსის 1/16 ფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 32-ე ჩოგანი, ამერიკელი ბრენდონ ნაკაშიმა იქნება. ამჟამად, ნიკოლოზი რეიტინგში 117-ე პოზიციას იკავებს.
Back to his best 🇬🇪
— Internazionali BNL d'Italia (@InteBNLdItalia) May 9, 2026
Nikoloz Basilashvili upsets No.5 seed Shelton 6-4, 6-7, 6-3 to reach his first Masters 1000 third round since 2022 Indian Wells!#IBI26 | @atptour pic.twitter.com/YG0jTEQtaE


















