იტალიის სერია A-ში გამართული შეხვედრა ვენეციასა და ფიორენტინას შორის, სტუმართა გამარჯვებით 2:4 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ფანკო მასტანტუანო გახდა, რომელმაც ვენეციას კარში ჰეთ-თრიკი შეასრულა და ისტორიული რეკორდი დაამყარა.
მასტანტუანო გახდა ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში ჰეთ-თრიკი გაიფორმა, აქამდე ეს რეკორდი ლეგენდარულ ლეო მესის ეკუთვნოდა.
ფრანკოს ასაკი 19 წელი და 28 დღეა, მესიმ კი ტოპ 5 ლიგაში პირველი ჰეთ-თრიკი 19 წლისა და 259 წლის ასაკში შეასრულა.
მოგეხსენებათ, მასტანტუანო მადრიდის რეალის საკუთრებაა და ფიორენტინაში იჯარის წესით თამაშობს.












