ლეგენდარულმა ფრანმა ნახევარმცველმა კლოდ მაკელელემ, რომელიც მადრიდის რეალში 3 წელი თამაშობდა, თავისი ყოფილი კლუბი გააკრიტიკა.
"რეალის ფეხბურთელებს შორის არანაირი კომუნიკაცია არ არსებობს, ისევე, როგორც ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელს შორის.
სუსტი გუნდია. მათ არ აქვთ კონკრეტული გეგმა, ჩანაფიქრი და იდეები, რითიც წარმატების მიღწევა შეუძლიათ. ისეთ დიდ კლუბს, როგორიც რეალია, მეტი მოეთხოვება.
პრობლემა მსაჯებში არ არის. აშკარად ჩანს, რომ გუნდს ბევრი ხარვეზი აქვს", - განაცხადა მაკელელემ.
მოგეხსენებათ, ლა ლგიის გასულ ტურში სამეფო კლუბში ატლეტიკოსთან პრინციპულ დაპირისპირებაში დამარცხდა.











