ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, პსჟ-ს ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა და ამ ისტორიული შედეგის ემოციებზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-მ ინტერი 5:0 გაანადგურა, სადაც გოლი კვარამაც გაიტანა.
"ისეთი შეგრძნებაა, რომ სიტყვებითაც ვერ გადმოვცემ. არ მჯერა, რომ ახლა აქ ვარ. ყოველთვის მჯეროდა, რომ ოცნების ახდება შესაძლებელია.
ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და ბედნიერი ვარ. ეს გამარჯვება ბრწყინვალე კლუბთან, მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან ერთად შევძელი.
ფინალში 5:0-ის მოგება მარტივი არ არის. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ეს არის მიზეზი, რის გამოც წარმატებას მივაღწიეთ", - განაცხადა კვარაცხელიამ.








